Monday, May 18, 2015

                                        მე-9 დღე
გადავხედეთ ჩვენს სასწავლო პროექტის გეგმას, დავასრულეთ.
მოვისმინეთ გამომსვლელის პრეზენტაცია;
1. მარინა აბრამია, მათემატიკის პედაგოგი,
 137-ე სკოლა.

მან ისაუბრა გარკვევით თავის პროექტანთან დაკავშირებით.მისი გამოსვლა შვაფასეთ დადებითად.
2. მედეა სალია, 137-ე სკოლის ქართულის ენისა და ლიტერატურის პედაგოგი. მისი თემა''მარტოსულობა'', რომელიც საოცრად საინტერესოდ წარმოგვიდგინა.
3. ირინა აბრამიშვილი , ქიმია-ბიოლოგიის პედაგოგი. მისი წარმოდგენილი პროექტის თემა იყო '' ჩვენც ბუნების შვილები ვართ''. მას საკმაოდ ბევრი ნამუშევარი წარმოადგინა, სხვადასხვა კომპენტეტურ პირებთან გაწეულ მუშაობის შესახებ ისაუბრა.
4. ნელი შარაშენიძე, 97-ე სკოლის პედაგოგი ''თემის უსამართლო სამართალი'', პროექტი წარმოდგენილი იყო მდიდარი მასალით.
5. ნინო შავკაციშვილი, 97- სკოლის ქიმიის პედაგოგი. თემა ''ჰაერის კონტროლი''. თემა იყო საკმაოდ საინტერესოდ წარმოდგენილი.
6.მარგარიტა გურული, 97-ე სკოლის რუსული ენის პედაგოგი. მისი თემაა '' დროის განაწილება''. მან საინტერესოდ წარმოადგინა დროის განაწილების
7.მეც გავაკეთე პრეზენტაცია.
8. ნანა    ჯანაშვილი, 179-ე სკოლის მათემატიკის პედაგოგი. თემა '' დროის საზომი ერთეულები''. მოსწავლეებს შეახსენებენ ძველ დროის საზომ ერთეულებს.
9. თამარ გოგიჩაიშვილი, 51-ე სკოლის სპორტის პედაგოგი. ''თამბაქო ადამიანის ცხოვრებაში'' გამომსვლელმა ისაუბრა თამბაქოს მავნე თვისებებზე.
10. ნათია კაპანაძე, 51-ე სკოლის სპორტის პედაგიგი. პროექტის თემა ''ჯანსაღი კვება''.
შევაფასეთ დადებითად.
11. გიორგი არჩაია, მე-2 სკოლა. სპორტის პედაგოგი. თემა ''ჯანმრთელი თაობა''.
12. ირაკლი მენთეშაშვილი, მე-2 სკოლა. სპორტის პედაგოგი. თემა ''გზა ჯანმრთელობისკენ''.

Sunday, May 17, 2015

მე-8 დღე
  გავეცანით მე-7 მოდულში  ფასილიტაციის ნიმუშებს. შევქმენით მოსწავლეთა დახმარებისთვის კითხვარები, გუგლ-ფორმების გამოყენებით. დავუსრულეთ პროცედურები ჩვენს ნამუშევრებთან დაკავშირებით.მოვაწესრიგეთ პორტფოლიო.

Tuesday, May 12, 2015

დღე მეშვიდე

განვიხილეთ მეექვსე მოდული.გავეცანით მეექვსე მოდულში გარდნერის მრავალმხრივი განვითარების თეორიას.რესურსებში გავეცანით მხარდაჭერას. მოსწავლეთა სწავლის სტილის და მონაცემთა დასადგენად შევქმენით თვითშეფასების ფორმა. ვისწავლეთ ბლოგზე ახალი გვერდების შექმნა და განთავსება. გამოვაქვეყნეთ ჩვენი პორტფოლიო.

Sunday, May 10, 2015

დღე მეექვსე
დავასრულეთ სლაიდებზე მუშაობა, ვისწავლეთ ფონის შექმნა და სურათების გადმოტანა. საკუთარ ბლოგებზე შევქმენით მოსწავლის ნამუშევრები. ვისწავლეთ, როგორ დავმალოთ და გამოვაქვეყნოთ. შევადგინეთ შეფასების რუბრიკები პრეზენტაციისთვის.

მოსწავლის ნაშრომი


Saturday, May 9, 2015

მეხუთე დღე
გავეცანით მესამე და მეოთხე მოდულის საავტორო უფლებების პრეზენტაციას. შევქმენით გამოყენებული ლიტერატურის ციტირებული ჩამონათვალი, სადაც შევიტანეთ მოძიებული მასალის მისამართები . გადმოვიწერეთ სურათები და მასალები მოსწავლის ნაშრომის შესაქმნელად.  შევქმენით მოსწავლის ნაშრომი. ჩვენი პროექტის გეგმები გავუზიარეთ ერთმანეთს და ვისწავლეთ კომენტარის გაკეთება.  

Sunday, May 3, 2015

დღე მეოთხე

დღეს გავეცანით მეორე მოდულის მესამე ქტივაბაში შეფასების 5  მიზანს. შევქმენით შეფასების ცხრილი, შევარჩიეთ შეფასების ფორმები და მიზნები სხვადასხვა ეტაპისათვის. მოსწავლეთა შეფასების დასადგენად შევქმენით ცხრილი;' ვიცი-მინდა ვიცოდე'' ცხრილი, რომელიც ავტვირთეთ დრაივზე.

Saturday, May 2, 2015

დღე მესამე
ვისაუბრეთ დავალების სე3სახებ. გადავხედეთ სტანდარტებს, იყო თუ არა მარალი სააზროვნო უნარების შესაბამისი. გადავხედეთ განახლებულ ბლუმის ტაქსონომიას. გავეცანით პრეზეტაციას. გავეცანით ზოგად თემატურ და შინაარსობრივ კითხვებს. რომელიც შევიტანეთ პროექტის გეგმაში. დრაივზე ავკრიფეთ ჩვენი პორტფოლიო. საშინაო დავალება; უნდა დავასრულოთ კითხვები.